|
2020-07-01 12:03:59, 4570 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე საზღვრების გახსნის გადაწევაზე - მინდა მივმართო გახარიას, რას გვერჩით, ხალხო? შიმშილით გინდათ ამოგვხოცოთ?
მე მინდა გახარიას მივმართო და ვკითხო, რას გვერჩით ხალხო? შიმშილით გინდათ ამოგვხოცოთ?, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საზღვრების გახსნის ერთი თვით გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობაშია, ხოლო საზაფხულო სეზონი ფაქტობრივად, ჩავარდა. „დღეს 1-ლი ივლისია და კიდევ ერთი ცრუ დაპირება, რომელიც მოგვცა გახარიამ და მთავრობამ, რომ დღეიდან უნდა გახსნილიყო საქართველოში ფრენები. ევროკავშირმა შეგვიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყანაში, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი, სადაც საკუთარ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გაფრინდეს ტურისტულად, ბიზნეს მიზნით. ამასობაში, საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ კიდევ ერთი თვე საქართველო არ ხსნის საზღვრებს. მე მინდა გახარიას მივმართო და ვკითხო, რას გვერჩით ხალხო? შიმშილით გინდათ ამოგვხოცოთ? ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით უმძიმეს ვითარებაშია. ხალხი მშიერია, ტურისტული სექტორი ფაქტობრივად განადგურებულია, აღარა გვაქვს ეკონომიკა, ხალხი სასტუმროებს ხსნის კონდიციონერებსა და ყიდიან იმისთვის, რომ ორი კაპიკი სახლში მიიტანონ, საზაფხულო სეზონი ფაქტობრივად ჩააგდეთ ბოლომდე. „ვიზეარი“ განცხადებას აკეთებს, რომ გადის საქართველოდან, ყველაზე იაფიანი ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტი ისე მოქოქა, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო ქუთაისისთვის, იმერეთისთვის და დასავლეთ საქართველოსთვის. რას აკეთებთ გაგვაგებინეთ, ეს ხომ სახელმწიფოა და არა სათამაშო? ხო თქვით და გააკეთეთ დაპირება? ჩვენ ჩვენი მხრივ წარმოგიდგინეთ ალგორითმი იმ ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების, რომლითაც შეიძლებოდა ქვეყანაში ხალხის შემოყვანა, ე.წ. კოვიდ პასპორტი როგორ უნდა გაცემულიყო ტურისტებზე და თქვენ, რამდენიმე დღით ადრე გვეუბნებით, რომ საზღვრებს არ ხსნით. რამდენმა ადამიანმა საქართველოში ჩამოსასვლელად ბილეთი იყიდა, რამდენ ემიგრანტს ამ რეისებით ჩამოსვლა უნდოდა საქართველოში და დღეს ყველა ამ ადამიანმა ფული დაკარგა. აღარავინ აღარ გენდობათ. იცით რატომ გადის „ვიზეარი“? რადგან არ სჯერა, რომ თქვენ ერთ თვეში მაინც გახსნით საზღვრებს. რას ისახავს ეს მიზნად? ნუთუ ეს იმისთვის გინდათ, რომ დამკვირვებლები საარჩევნოდ ვერ ჩამოფრინდნენ საქართველოში? ეს არის თქვენი მიზანი და ამას გინდათ შესწიროთ თქვენი ეკონომიკა? ამისთვის გინდათ შიმშილისთვის გაწიროთ მთელი საქართველოს მოქალაქეები?“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)