|
2020-06-30 17:38:45, 3965 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრებს მასპინძლობს
აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრების მისაღებად მზადაა. რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ. დღეიდან, ვიზიტორებისთვის პირველი შოუ გაიმართა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე გაიმართება. სრულადააა ამოქმედებული მუზეუმები, ზოოპარკი, აკვარიუმი, ეშმაკის ბორბალი, რომელთა რიცხვს სულ მალე ბათუმის საბაგიროც შეემატება. ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც. რეგიონში იზრდება იმ სასტუმროების რაოდენობაც, სადაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტები წარმატებით დაინერგა.
შიდა ტურისტებს ზღვაზე დასვენებისას საშუალება აქვთ მთიანი აჭარის ბუნებაც მოინახულონ და მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურონ. ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული მარშუტები სრულადაა მარკირებული, მომზადებულია მათი ტურისტული რუკები, რაც მთიანაჭაში მოგზაურობას ამარტივებს. ერთმანეთისგან ხანძლივობის, შინაარსისა და სირთულის მიხედვით განსხვავებული მარშრუტები ტურისტების სხვადასხვა კატეგორიაზეა მორგებული. ამ ეტაპზე, ჯამში რეგიონში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული. მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)