07:06 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 13:04:21, 4363 ნახვა

კომენტარი
დავით ზალკალიანი - დიდი ალბათობით საქართველო იქნება იმ 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის

დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის რომელსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს - ამის შესახებ, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოსთვის საზღვრის გახსნა იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და წარმატება, რომელსაც მთავრობას ჰქონდა კორონავირუსთან ბრძოლისას.

"თქვენთვისაც ცნობილია, რომ ევროკავშირი განიხილავს უსაფრთხო ქვეყნების სიას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა იმ ინფორმაციით რაც ამ დროისთვის ვრცელდება, დიდი ალბათობით, საქართველო არის და იქნება უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის რომელსაც ევროკავშირი გაუხსნის საზღვარს.  ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება, იმ წარმატების, რომელიც საქართველოს და ჩვენს მთავრობას ჰქონდა აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შემდგომი რეგულაციები, თუ რა პროცედურები იქნება ჩვენი მოქალაქეების მიმართ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ეს  იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებით მიღებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორების დადასტურებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.  





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics