07:00 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 10:23:42, 6121 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში აღმოაჩინეს გრიპის ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიად განვითარების პოტენციალი გააჩნია

მეცნიერებმა ჩინეთში აღმოაჩინეს გრიპის ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიად განვითარების პოტენციალი აქვს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ღორებში, მაგრამ შესაძლოა ადამიანიც დააინფიციროს.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ვირუსი შეიძლება ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება.

მათი თქმით, გრიპის ახალი ტიპის ვირუსს აქვს „ყველა ნიშანი“, რომ დააინფიციროს ადამიანი და აცხადებენ, რომ საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი.

მეცნიერები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „Proceedings“ - ში წერენ, რომ ღორებში ვირუსის კონტროლი სწრაფად უნდა განხორციელდეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics