07:01 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 18:23:30, 4374 ნახვა

მსოფლიო
ბიონსე ფერადკანიანებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს - ხმა მიეცით ისე, თითქოს ჩვენი სიცოცხლეა ამაზე დამოკიდებული

ბიონსე ფერადკანიანებს, ამერიკაში მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რამდენადაც მან "Black Entertainment Television"-ისგან ჯილდო, ჰუმანიტარული საქმიანობისთვის მიიღო.

მომღერალმა მისი ჯილდო "BLM"-ის მომიტინგეებს მიუძღვნა. 

"თქვენ ამტკიცებთ, რომ ჩვენი წინაპრების ბრძოლა უშედეგო არ იყო. მოგიწოდებთ გააგრძელოთ ცვლილებებისთვის ბრძოლა და დაშალოთ რასისტული და უთანასწორო სისტემა. მიეცით ხმა ისე, თითქოს ამაზე ჩვენი ცხოვრება იყოს დამოკიდებული, რადგან ეს ასეც არის", - განაცხადა ბიონსემ. 
ბიონსეს ჯილდო მიშელ ობამამ გადასცა, როგორც ფერადკანიანთა ერთგულ მხარდამჭერს. 
"თქვენ ხედავთ მის ერთგულებას და მხარდაჭერას ყველაფერში რასაც ის აკეთებს, მისი მუსიკა ფერადკანიანთა ტკივილის გამოხმაურება და გამხნევებაა, რომელიც სამართლიანობას მოითხოვს მათი უფლებების დასაცავად. 

ამ ყველაფერს ის აკეთებს ისე, რომ საკუთარი შვილების და საყვარელი ადამიანების ერთგული რჩება. 
ჩემს გოგოს მინდა ვუთხრა, შენ ჩემი შთაგონება ხარ, შენ ყველას შთაგონება ხარ", - განაცხადა მიშელ ობამამ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics