|
2020-06-24 15:01:11, 2215 ნახვა
ეკონომიკა
„ფრონტერა“ - მივმართავთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ჩვენი ბიზნესისა და თანამშრომლების შევიწროება
კომპანია „ფრონტერას“ სათაო ოფისი განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს, მათი ბიზნესისა და თანამშრომლების შევიწროება. განცხადებაში „ფრონტერა“ ეკონომიკის მინისტრის განცხადებას აშშ-ს პირდაპირი ინვესტიციების გაზრდასთან დაკავშირებით სიცრუეს უწოდებს და საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დაშინების და დეზინფორმაციის შემთხვევები გაიზარდა ჩვენი ბიზნესის მიმართ. ამასთან, 23 იანვარს ეკონომიკის სამინისტრომ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთეს საჯარო განცხადებები. ეს განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ სანამ საქართველოს მთავრობა გეგმავს თვითნებურად გააუქმოს ჩვენი კონტრაქტი. პარალელურად კი სამინისტრომ განაცხადა, რომ „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აშშ. კომპანიები კიდევ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს…“ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რომ მუდმივ მუქარასა და ჩვენი ბიზნესის შევიწროებას თავი დაანებოს. ამასთანავე, ეკონომიკის მინისტრმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია იმასთან დაავშირებით, რომ შეერთებული შტატებიდან 2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა და აშშ დაიკავა მეორე ადგილი ყველაზე მსხვილ ინვესტორთა შორის. ეს არის სავალალო მცდელობა, დაფარონ ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის წინაშე აშშ-ს კერძო სექტორის ინვესტიციები დგას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)