06:41 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 17:37:17, 2746 ნახვა

მსოფლიო
ბერლინში, 13 საცხოვრებელი კორპუსი კარანტინში მოაქციეს

მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდა ინფექციას მკაცრი საკარანტინე ზომებით და მთელს ევროპაში ყველაზე მალე მან მოხსნა შემოღებული შეზღუდვები, დღევანდელი ვითარება არც ისე სახარბიელოა. 
19 ივნისის მონაცემებით ბერლინში, თითქმის მთელი კვარტალი კარანტინში გადაიყვანეს. ხელისუფლების განცხადებით, 13 საცხოვრებელი სახლის მოსახლეები 14 დღიან კარანტინში მოაქციეს. 
ამ დროისთვის 57 ინფიცირებულის აღმოჩენა მოხერხდა. 
ახალი ინფიცირებული ხორც-კომბინატში აღმოაჩინეს, რომელიც აღმოჩენისთანავე დახურეს. 
ხელისუფლება იუწყება, რომ ყველა სახის მასობრივი აქტივობები და ღირსშესანიშნაობები ოქტომბრის ბოლომდე გაუქმებულია. 
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში სულ 190 264 ინფიცირების , ხოლო 8 952 გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა. 

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics