08:17 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 15:17:26, 1961 ნახვა

კომენტარი
პროკურორი - დიახ მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მომზადებასთან დაკავაშირებით და დიახ, ჩვენ გიორგი გაბუნიას შევთავაზეთ დაცვა

დიახ მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მომზადებასთან დაკავაშირებით და დიახ, ჩვენ გიორგი გაბუნიას შევთავაზეთ დაცვა, - ამის შესახებ გიორგი გაბუნიას საქმის პროკურორმა, ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ნიკა გვარამიამ კითხვებზე პასუხების გასცა, თუმცა გარკეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

„გვარამიამ გააკეთა საჯარო განცხადებები, რომ იგი ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით და ჩვენ, ამ საქმესთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული კითხვები. კითხვების შინაარსთან და მისი პასუხიების შინაარსთან დაკავშირებით, დღეს არ ვისაუბრებთ.

ნიკა გვარამიამ გაგვცა გარკვეულ კითხვებე პასუხი, გარკვეული პასუხებისგან თავი შეიკავა, ვინაიდან ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში მიიღო ინფორმაცია.

მიმდიარეობს გამოძიება სუს-ში შეკვეთილი მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით. საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და შინაარსთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს, არ არის მიზანშეწონილი ვისაუბროთ.

ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შეფასება, ჩვენ დღეს ვამბობთ მშრალ ფაქტებს, რომ დიახ მიმდინარეობს გამოძიება და დიახ, ჩვენ გიორგი გაბუნიას შევთავაზეთ სახელმწიფო დაცვა", - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics