|
2020-06-19 12:14:35, 1559 ნახვა
კომენტარი
გიორგი გაბუნია - თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია უნდა ეს არის რუსეთი და რამზან კადიროვი, რაც ნიშნავს პუტინს
თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია უნდა ეს არის რუსეთი და რამზან კადიროვი, რაც ნიშნავს პუტინს, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მას ჰყავს ორი ინფორმაციის წყარო, ეს არის ნიკა გვარამია და მისი პირადი დაცვა, რომლებისგანაც გაიგო, რომ მას დაახლოებით 2 თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. „მიმართულება გამოიკვეთა, ძირითადად მე გეტყვთ, აქცენტი იყო, საიდან მქვს მე ინფორმაცია, რომლეიც მაქვს რომელიც მწირია საკმაოდ - მე მყავდა ინფორმაციის ორი წყარო, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას და ამაზე იყო აქცენტი კითხვების დროს. იყო აქცენტი იმაზე, ხომ არ მიფიქრია,სამართალამდაცვი ორგანოებისთვის და სუსითვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაც მომაწოდა გვარამიამ, მაგრამ მე განვუმარტე, რომ არც მქონია ამის მცდელობა, იმიტომ რომ, მე ვენდობი ნიკა გვარამიას, რომელიც მაწვდის ასეთ ინფორმაციას და როდესაც მეუბნება, რომ წყარო რეალურად იყო სუს-ი, აზრს კარგავს სუს-თან წასვლა და ამაზე საუბარი. და მეორე წყარო, ეს არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მე მითვლთვალებდნენ, დიდი ალბათონით ჩემს დაცვასაც დაიბარებენ გამოკითხვაზე“, - განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სახელმწიფომ მას შესთავაზა ნებისმიერი სახის დაცვა, რაზეც ის ჯერ არ დათანხმებულა „ვიდრე სხდომაზე შევიდოდი, შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, რაზეც ჯერ რ დავთანხმებივარ, რადგან უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან და უნდა შევაფასოთ საფრთხეები რამდენად არსებობს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)