|
2020-06-17 17:36:42, 1642 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები
ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენის დროს დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აპრილის განმავლობაში ჯერ კიდევ დაზუსტებით არ იყო ცნობილი რამდენი ადამიანი დაკარგავდა სამსახურს, ასევე, არ იყო ცნობილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რა მოცულობით და როდემდე დადგებოდა შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „შესაბამისად, ჩვენ, დაახლოებით, 350 ათასი ადამიანისთვის გავაკეთეთ შეღავათი საკომპენსაციო თანხით. ასევე, 350 ათასი ადამიანისთვის საგადასახადო შეღავათი გავუკეთეთ კომპანიებს, რათა მათ შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები. შესაძლებელია, ამ მიმართულებით მოხდეს გარკვეული ცდომილება, რაც უფრო მეტი ადამიანი დარჩება საგადასახადო შეღავათის ნაწილში და რაც უფრო ცოტა ადამიანს დასჭირდება კომპენსაცია იმიტომ, რომ მათ არ დაკარგეს სამსახური, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად, დახმარება გავუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ვეღარ იღებენ შემოსავალს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მოხდება 2 თვის მონაცემების დეტალური ანალიზი, მაშინ როდესაც ივნისში კომპანიები სრულყოფილად წარმოადგენენ ინფორმაციას დაქირავებით დასაქმებულების შესახებ. „ჩვენ მაქსიმალურად გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ მივწვდეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვეღარ იღებს ხელფასს. რაც შეეხება მათ, ვინც განაგრძობენ შემოსავლის მიღებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები და კომპანიები ასეთ შემთხევაში, მიიღებენ საგადასახადო კუთხით დაწესებულ შეღავათს. შედეგად, გამოვა ის, რომ იმ საგადასახადო შეღავათმა, რომელიც დაწესდა სწორედ იმ მიზნით, რომ კომპანიებს შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები, რეალურად იმუშავა და ბიზნეს სუბიექტების ნაწილმა არ გაუშვა თანამშრომლები სამსახურიდან“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. მან, ასევე, დააზუსტა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპენსაციის მიღების წესი და აღნიშნა, რომ პირველივე პრეზენტაციის დროს, როდესაც მთავრობამ წარადგინა სოციალური დახმარებების პაკეტი, ცალსახად ითქვა, რომ დახმარებები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახებისთვის, გაიცემოდა ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)