|
2020-06-16 14:45:20, 1459 ნახვა
კომენტარი
არჩუაძე - საქართველოს აეროპორტები EASA-ს COVID19-გან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში არ არის, რადგან ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონედ არ მიიჩნევა
COVID-19-მა შესაძლოა მგზავრის აეროპორტებში მისვლის დრო გაზარდოს, რასაც თავის მხრივ ის რეგულაციები განაპირობებს, რისი დანერგვაც COVID-19-ის პანდემიამ ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს აიძულა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე განმარტავს, რომ აეროპორტებში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირბადის სავალდებულო ტარებას, დეზინფექციას, სოციალური დისტანციის დაცვას და მგზავრების თერმოსკრინინგს. 2020 წლის ტურიზმისა და მასპინძლობის ონლაინ კონფერენციაზე კონფერენციაზე თამარ არჩუაძემ აეროპორტების მზაობასა და მოსალოდნელ პროცედურებზე ისაუბრა. ონლაინ კონფერენცია Welcome to Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა. "საქართველოს აეროპორტები EASA-ს COVID-19-გან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში არ არის, რადგანაც ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად მიჩნეული არ არის. აღსანიშნავია, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ EASA-მ პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების სია თხუთმეტჯერ განაახლა და საქართველო იქ არც ერთხელ არ მოხვდა. ჩვენთვის მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია და ამიტომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ დეზინფექციას. გარდა მიმდინარე სადენზინფექციო სამუშაოებისა აეროპორტებში განთავსებულია დამატებითი სადენზინფეციო სითხეები. აეროპორტების დალაგება მიმდინარეობს უფრო ინტენსიურ რეჟიმში. აეროპორტები ყოველთვის იყო ხალხმრავალი ადგილი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ როგორც ინდუსტრია ვამბობთ, რომ ტერმინს "დალაგება" - ეს გულისხმობს დალაგებას სპეციალური სითხეებით. დეზინფექცია და სადენზინფექციო ხსნარები ჩვენთვის არის ყოველდღიური გამოყენების და ყოველდღიური დალაგებაც სწორედ ამ პროცესს მოიცავს. ყველა აეროპორტში არის სპეციალური ვენტილაციის სისტემა, რომელიც გარედან სუფთა ჰაერის შემოდინებას უზრუნველყოფს. ასევე კონდენცირება. შესაბამისად, გარედან რაიმე დამატებითი ზომების გატარება ჩვენ არ გვიწევს. ამიტომ მგზავრებს აეროპორტში მოსვლისას განსხვავება დახვდება, მხოლოდ პირბადის ტარება, ტემპერატურის შემოწმება და დისტანცირების დაცვა. ყველა დანარჩენი პროცედურა განხორციელდება ისე, როგორც ადრე. არ ველოდებით პროცედურების დროში განსაკუთრებულად ზრდას , თუმცა ვიკავებთ თადარიგს და აეროპორტში 3 საათით ადრე გამოვცხადდებით", - განაცხადა თამარ არჩუაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალი განაახლა. ევროპის საავიაციო ხელისუფლება ავიაკომპანიებს მოუწოდებს მიიღონ დამატებითი ღონისძიებები და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ზომები COVID 19-ის რისკების შესამცირებლად.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)