|
2020-06-11 15:31:52, 2297 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - რას ერჩის ირაკლი კობახიძე ძროხას, იმაზე მეტად სასარგებლო ცხოველია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი
მიკვირს, ირაკლი კობახიძე რას ერჩის ძროხას, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იმაზე უფრო სასარგებლოც, ვიდრე ზოგიერი პოლიტიკოსი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, არ ღირს შეყოლა დაბალი დონის პოლიტიკოსებთან, რადგან, მაშინ იმ დონემდე უნდა დახვიდე. „მიკვირს, ირაკლი კობახიძე რას ერჩის ძროხას, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის და იმაზე უფრო სასარგებლოც, ვიდრე ზოგიერთი პილიტიკოსი და მათ შორის, განცხადების ავტორი. ეს იქნება კობახიძე თუ ოხანაშვილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ნერვებმა უმტყუნა, ბოლო დღეების განმავლობაში მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ლანძღვა-გინებამდე დავიდა. როცა არგუმენტები ხელიდან გეცლება და ლექსიკონში შესაბამისი სიტყვები არ გყოფნის ემოცია გამოხატო, უკვე ილანძღები. ეს უკვე მდარე ხარისხისა და დაბალი დონის პოლიტიკოსად წარმოგაჩენს, რაშიც შეყოლა არ ღირს, რადგან მაშინ, იმ დონემდე უნდა დახვიდე. ამიტომ, დარჩენენ იმ ჭაობში, სადაც არიან. მგონი, ამას ალბათ ამომრჩეველი 31 ოქტომბერს უპასუხებს. ამას რა იწვევს? – ერთადერთი ახსნა მაქვს. ყველა ეპრანჭება და ეკეკლუცება ბიძინა ივანიშვილს. ვინც უფრო უზრდელად, უხეშად და აგრესიულად მოიქცევა ოპოზიციის მიმართ ჰგონიათ, რომ ამით მის შექებას დაიმსახურებენ, რადგან ელოდებიან საარჩევნო სიას და ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ მოხვდება სიაში. ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი, კომიტეტის თავმჯდომარეა და მოქალაქეს სტანდარტს უნდა აჩვენებდნენ და როცა ასეთი ლექსიკით მეტყველებენ, ამას ერთდერთი სამიზნე ჰყავს. ბიძინა ივანიშვილს ეს რომ არ მოსწონდეს, ძალიან მარტივად გააჩუმებდა, ამას როგორც ახერხებდა ადრე, როცა მე ამას ვუყურებდი. როდესაც რამე არ მოსწონდა, ერთსაც და მეორესაც ძალიან იოლად აჩუმებდა. როგორც ჩანს, ეს მოსწონს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)