|
2015-08-26 13:22:28, 626 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის „სოფოსბუვირით“ მკურნალობა იწყება
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების/ბრალდებულების მკურნალობას „სოფოსბუვირით“ იწყებს. უწყების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ახალი პრეპარატით მკურნალობის კურსში, 5 პატიმარი ჩაერთვება. "წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მოხდება დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დარეგისტრირება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მოხდება მათი პროგრამაში ჩართვა. ამ ეტაპზე, პენიტენციურ სისტემაში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად მომზადებულია და კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება 150 პაციენტი. ახალი გენერაციის ანტივირუსული პრეპარატის სოფოსბუვირის ეფექტურობა 90 პროცენტს აღწევს. პრეპარატით მკურნალობას 12 ან 24 კვირა (ვირუსის გენოტიპის მიხედვით) ჭირდება და რაც მთავარია, მკურნალობისას არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები, მედიკამენტი, თერაპიის დაწყებიდან, 24 კვირაში მდგრად ვირუსოლოგიურ პასუხს იძლევა",-ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელების ინიციატივით, 2013 წელს სისტემაში ვირუსული C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო. ახალი პრეპარატი „სოფოსბუვირი“ C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის იდეალურია. თავდაპირველად მსჯავრდებულებს „ინტერფერონითა“ და „რიბავერინით“ მკურნალობდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატები საკმარისად ეფექტური იყო, მათ სერიოზული გვერდითი მოვლენები ქონდა. შესაბამისად, ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანიის მიერ, C ჰეპატიტის სამკურნალოდ წარმოებული პრეპარატის შემოტანის საჭიროება დადგა. ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური დაავადებაა მსოფლიოში. სამედიცინო ექსპერტთა გამოკვლევებით, სხვადასხვა ჯგუფის ჰეპატიტებით დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედია ინფიცირებული. მათ შორის ყველაზე მძიმე C და B ჰეპატიტებია. თავისი მასშტაბურობით ჰეპატიტი მთელი მსოფლიოს პრობლემად არის ქცეული.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)