|
2020-06-08 14:39:13, 2503 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა
ქუთაისში, ნიკეას ქ. #16-ში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა. შესაბამისად, „ვისოლი“ მომხმარებელს უკვე უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა „სმარტის“ სშუალო ზომის სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანს, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარ, უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულს და გადახდის მოსახერხებელ ფორმას სთავაზობს. მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. ახალი ფორმატის გადახდის სისტემით ქუთაისის ობიექტი მეორეა ოქროყანაში გასულ წელს გახსნილი „ვისოლის“ კომპლექსის შემდგომ. „მოხარული ვართ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითაროთ, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ კი „ვისოლის“ პირველი თვითმომსახურების სადგური გავხსენით. ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური ქუთაისში „ვისოლის“ მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. ამას გარდა, ახალი ინფრასტრუქტირის შექმნა მოსახერხებელია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სეზონური მგზავრებისათვის“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. ახლადგახსნილ „სმარტში“ 15-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი ფორმატის ობიექტის გაყიდვების წასახალისებლად „ვისოლი“ მომხმარებლებს საწვავზე დამატებით 5 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს. უფრო მეტიც, 20 ლარის ღირებულების საწავის შეძენისას მათ „სმარტის“ ექსკლუზიური იმპორტის გამაგრილებელი გაზიანი სასმელი „პაშა“ ელით საჩუქრად. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)