|
2020-06-05 17:44:25, 8850 ნახვა
სხვადასხვა
ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩაზე და ზეკარის ქუჩის გარკვეულ ნაწილზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამ ეტაპზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 340 გრძივი მეტრი სანიაღვრე მილები მოეწყო, დამონტაჟდა 9 ჭა და 7 ცხაური. ბორდიურის მოწყობის დასრულების შემდეგ კი 2 100 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას. გეგუთის ქუჩაზე და ასევე, ზეკარის ქუჩის გარკვეულ ნაწილზე მოვაწყვეთ სანიაღვრე ქსელი და რეაბილიტაცია უტარდება გზას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)