|
2020-06-05 15:24:04, 3890 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი - უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ საქართველოში დაისვენონ და ფული შიდა ტურიზმში გადაიხადონ
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქართველებს უნდა ვასწავლოთ, რომ საქართველოში დაისვენონ და ფული შიდა ტურიზმში გადაიხადონ. მისი თქმით, ეს პროცესი რთული იქნება იმიტომ, რომ ყველაფერი უკიდურესად ფრთხილადაა გასაკეთებელი. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმის და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. იმიტომ, რომ დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ. ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ იქ, არ ვიტყვი სადაც სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან ჩავედი, ეს არაა, ესეც შიდა ტურიზმია და ამასაც თავის ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის ,რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ. რთული იქნება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკიდურესად ფრთხილადაა გასაკეთებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)