|
2020-06-05 13:00:44, 3316 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე პრიორიტეტი უნდა იყოს
„ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს. წელს, გარემოს დაცვის საკითხებში მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებს, რადგან ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში. ჩვენი ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრეზე, ჩვენს ბუნებაზე ზრუნვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ ევროპული სტანდარტების და გამოცდილების გაზიარებით შევიმუშავეთ და მივიღეთ არაერთი საკანონმდებლო აქტი. მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. 2019 წელს ავკრძალეთ პლასტიკის პარკების გამოყენება. აკრძალვა ძალიან დროული და საჭირო ნაბიჯი იყო. ამოქმედდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბუნების დაცვისთვის და ეკონომიკის ალტერნატიული საქმიანობების წახალისებისთვის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება უზრუნველყოფს, რომ ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, ზეთები, შესაფუთი ნარჩენები და ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები გარემოს აღარ დააბინძურებს. გავაძლიერეთ წყლის და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა; შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. აქ დასაქმებული ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენ ტყეებს, ებრძვიან უკანონო ჭრებს. ჩვენ მნიშვნელოვანად გავაძლიერეთ საინსპექციო ნაწილი. გარემოს ყველაზე დიდ დამაბინძურებლებს, მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოებს გონივრულ ვადებში გამოსწორების გეგმები განესაზღვრათ. სუფთა გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ცნობიერების ამაღლებასთან. სწორედ ამიტომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამაში შევიტანეთ გარემოსდაცვითი საკითხები. ჩვენი ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალი თაობაა. მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე და ამ შესაძლებლობების სწორად გამოყენებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მდგრადი განვითარების პრინციპებით, გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით შევძლოთ ეკონომიკის განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება, ერთი მხრივ ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო მეორე მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა, მიმზიდველი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)