14:41 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 11:37:08, 5600 ნახვა

რეგიონი
გორსა და ხაშურში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

გორსა და ხაშურში, ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში  უკვე შესყიდული აქვს 16 ბინა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მენაშენეების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც სააგენტო გორში ბინებს დამატებით შეისყიდის. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ.

გორსა და ხაშურში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება,  აღმოსავლეთ საქართველოში  რეგისტრირებულ დევნილ  ოჯახებს 4 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.

დევნილი ოჯახები განაცხადებს ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ.  აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა პორტალზე - WWW.MY.GOV.GE.  მომსახურების ველში იძულებით გადაადგილებულმა პირმა უნდა აირჩიოს  - სერვისები დევნილთა და ეკომიგრანტთათვის.

განაცხადების შევსება ასევე შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის  სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:

ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ.N106;

ქუთაისი - აბაშიძის გამზ. N27;

გორი - სამების ქ.N1;

რუსთავი - ცურტაველის ქ.N5ა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics