05:24 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 09:36:37, 4387 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩვენ ვამთავრებთ ამბოხს და უკანონობას, რომელიც მთელს ქვეყანაში გავრცელდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ამერიკის მოსახლეობას თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან მიმართა.

ამის შესახებ წერს „ამერიკის ხმა“.

მან საკუთარ თავს „კანონისა და წესრიგის“ პრეზიდენტი უწოდა და ამერიკელებს დაპირდა, რომ ქვეყანაში წესრიგს „ახლავე“ აღადგენს.

„პირველი, ჩვენ ვამთავრებთ ამბოხს და უკანონობას, რომელიც მთელს ქვეყანაში გავრცელდა. ჩვენ მას ახლავე დავამთავრებთ. დღეს, მე ყველა გუბერნატორს მტკიცედ მოვუწოდე ეროვნული გვარდიის სათანადო რაოდენობა გაგზავნოს ქუჩებში კონტროლის მოსაპოვებლად. მერებმა და გუბერნატორებმა უნდა წარმოადგინონ სამართალდამცავები დიდი რაოდენობით, ვიდრე ძალადობა არ ჩაცხრება. თუ ქალაქი ან შტატი უარს იტყვის მიიღოს ზომები, რომლებიც საჭიროა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, მაშინ მე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს გავგზავნი და ამ პრობლემას გადავჭრი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამერიკის 30-მდე ქალაქში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო აქციები მიმდინარებს. ჯორჯ ფლოიდი, 46 წლის აფროამერიკელი, მოკლეს ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის დაკავების დროს. საქმეში მონაწილე პოლიციელებს ბრალი წაუყენეს ფლოიდის მკვლელობაში და განაჩენი ორშაბათს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. კადრებში, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება ჩანს, რომ პოლიციელი, შოვინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდს კისერზე მუხლს ადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლოიდი არაერთხელ ამბობს, რომ მას სუნთქვა არ შეუძლია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics