|
2020-05-31 18:18:27, 1466 ნახვა
ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძე - შუახევიჰესის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად, ენერგო პროექტი შუახევი ჰესი დაათვალიერა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შუახევი ჰესს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შესაძლებელი გახდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ეკონომიკის გაძლიერება. ,,შუახევი ჰესი უკვე ოპერირებს სრული დატვირთვით. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული სექტორისთვის, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სარგებელი, რომელიც პროექტმა მოუტანა მუნიციპალიტეტებს ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში, აჭარაში დასაქმდა 1000 ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები. შუახევი ჰესის ჯამური ინვესტიცია 510 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ფინანსდება ისეთი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) , აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტი" და ინდური კომპანია „ტატა ფაუერი". შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რითაც შემცირდება სასათბურე აირის გამოფრქვევა გარემოში 200 ათასი ტონით, რაც ხელს შუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ. 187 მგვტ სიმძლავრის შუახევიჰესი კომერციულ ოპერირებაში 2020 წლის თებერვალში შევიდა. მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ ამ დროის მონაცემებით, უკვე შეადგინა 200 მილიონი კვსტ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)