20:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 16:40:32, 1187 ნახვა

კომენტარი
იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე

„მე ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური რესურსი არ დარჩათ ამ ადამიანებს, რომ ამ ღამეზე ილაპარაკონ, საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა ზუსტად იციან და დღეს, როდესაც ამას კიდევ ახსენებენ, ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

რატი იონათამიშვილი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.

„რადიკალური ოპოზიცია მიეჩვია, რომ თავად დააშავებს რაღაცას და აბრალებს სხვას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ამ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული სახის სკანდალური აღიარება ვნახეთ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, როდესაც მან, ფაქტობრივად, ნიშნისმოგებით, კმაყოფილი სახით, თქვა, რომ გულწრფელი ახალგაზრდები, 20 ივნისის ღამეს გამოიყენა და გაწირა. ჩვენ ვნახეთ ამაზე ახალგაზრდების ჯანსაღი რეაქცია, რომლებმაც გააპროტესტეს ეს განცხადება, მაგრამ ამ რადიკალური ოპოზიციის არცერთი ლიდერიდან, არცერთი წევრისგან, ჩვენ არ მოგვისმენია ამ განცხადების შეფასება. სიჩუმე, ამ შემთხვევაში, ნამდვილად თანხმობას ნიშნავს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური რესურსი არ დარჩათ ამ ადამიანებს, რომ ამ დღეზე ილაპარაკონ, ამ ღამეზე ილაპარაკონ, საზოგადოებამ და ახალგაზრდებმა ზუსტად იციან და დღეს, როდესაც ამას კიდევ ახსენებენ, ნუ ჰგონიათ, რომ მორალურ პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანი გაექცევა, მათ შორის, 20 ივნისის ღამეზე",- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics