|
2020-05-27 14:21:34, 1150 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე პრემიერს - კოვიდ ფონდში არსებული ფულით შეგიძლიათ 433 ათას თვითდასაქმებულს დაეხმაროთ, რატომ არ აკეთებთ ამას?
კოვიდ ფონში შემოსული ფულით, შეგიძლიათ მისცეთ 443 ათასს თვითდასაქმებულს 300 ლარიანი დახმარება, რატომ არ აკეთებთ ამას? - ასე მიმართა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ფული, რომელიც ახლა არის სტოპკოვ ფონდში, ახლავე უნდა დაიხარჯოს. „წერილი მოგწერეთ და მაინტერესებდა, კოვიდ ფონდის ხარჯვის შესახებ, რატომ არის ეს ფონდი გაუმჭვირვალე, 133 მილიონი ლარი არის ამ ფონდში აკუმულირებული, მაგრამ თურმე, ეს ფონდი ყოფილა სარეზერვო, ბატონ ბიძინას მადლობა გადაუხადეთ და ამას გამოიყენებთ, მერე კი, მაგრამ სარეზერვოდ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა და ეს ფული, რომელიც დევს დახარჯეთ ახლა, თქვენივე არასწორი სქემით, ეს ფული რომ გამოიყენოთ 443 ათასს თვითდასაქმებულს შეგიძლიათ მისცეთ 300 ლარიანი დახმარება. რატომ არ აკეთებთ ამას, ალბათ იმიტომ, რომ რადგან იქ ივანიშვილის ფული დევს, ელოდებით მისგან ნებართვას, შეიძლება ისეთი უცნაურობა განმეორდეს, რაც მოხდა წინა პერიოდში, როდესაც ივანიშვილმა 80 მილიონი გაიღო მხარდაჭერისთვის, როდესაც მოხდა სტიქია, თუმცა მერე მოვიდა ხელისუფლებაში და ეს 80 მილიონი უკან წაიღო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)