|
2020-05-26 15:29:39, 1587 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია
„ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია. ჩვენ ვაძლიერებთ ადგილობრივ წარმოებას, ქართულ მრეწველობას, ქართულ ენერგეტიკას და ყოველივე ამაზე იგება საქართველოს დამოუკიდებლობა და სიძლიერე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ნათია თურნავამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას ბორჯომიდან მიულოცა. ბორჯომში მინისტრი საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. „ბორჯომ-პარკში ისტორიული ბორჯომი ჰესის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩართულობით მიმდინარეობს. ეს არის პირველი ჰესი საქართველოში, რომელიც 1899 წელს ამოქმედდა. აქედან იწყებოდა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან დღეს ჩვენ ვართ ძლიერი, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ 2017 წლიდან ევროკავშირის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ვართ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)