|
2020-05-26 15:20:20, 966 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე - დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ შევქმნით ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტის შენობის წინ გამართა გამოფენა "26 მაისი დამოუკიდებლობის 102 წელი". ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები და წევრები. "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დღეს 26 მაისია, დღე, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას ზეიმობს. დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გამარჯვების ახალი ისტორია უნდა დავწეროთ! დღეს 2020 წლის 26 მაისია - საქართველოს ისტორიის ახალი ნიშნული, ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპი. დღე, როდესაც უნდა გავაკეთოთ არჩევანი, როდესაც უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გმირი წინაპრების გზა და ავაშენოთ ის ქვეყანა, როგორიც მათ სურდათ, როგორზეც ოცნებობდა თუნდაც მერაბ კოსტავა, რომლის დაბადების დღეცაა. ჩვენ დღეს უნდა გავუმკლავდეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, გავიმარჯვოთ ხილულ თუ უხილავ მტერზე - ვირუსზე, ეპიდემიაზე, ეკონომიკურ კრიზისზე, სიღარიბეზე, კორუფციაზე, უნიათო ხელისუფლებაზე, გავიმარჯვოთ შიდა და გარე მტერზე - ოკუპაციაზე, სახელმწიფოს მიტაცებაზე, ჩვენი შვილების მომავლის წართმევის მცდელობაზე. ლელო სწორედ ეს ახალი ძალაა, ლელო ახალი იმედია! ახალი გამარჯვება! ჩვენ შეგვიძლია, თქვენთან ერთად - დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად დავძლიოთ კრიზისი, შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა, სამართლიანი და ერთიანი სახელმწიფო, ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა. ჩვენ შეგვიძლია, ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის. ყველას გილოცავთ 26 მაისს! ერთად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)