12:10 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 13:39:07, 1213 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი - თავისუფლები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც გამარჯვებებს „სუფთა თამაშით“ მივაღწევთ

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, თავისუფლები ვიქნებით, მხოლოდ მაშინ როდესაც „გამარჯვებებს მხოლოდ სუფთა თამაშით მივაღწევთ“ და ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება „არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება“.

მან ასევე განაცხადა, რომ კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ.

„თავისუფლები ვიქნებით მაშინ, როდესაც კონკურენტები ერთი მტრის წინააღმდეგ გავერთიანდებით, როდესაც კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ, თანამდებობებს კი არ ვიყიდით, არამედ ხალხი გვიბოძებს, პატრიოტიზმს არა სხვის სიძულვილით, არამედ საკუთარის სიყვარულით გამოვხატავთ, როდესაც სხვას არ დავეთანხმებით, მაგრამ მათ აზრს პატივს ვცემთ. ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! მივაღწიოთ - თავისუფლებას ილია ჭავჭავაძის ხედვით - "დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics