|
2020-05-26 10:35:52, 1498 ნახვა
ეკონომიკა
ჩეხეთის ელჩი - აუცილებელია გვქონდეს სპეციალური ჩარჩო, რომელიც უსაფრთხოებას ყველა ეტაპზე გაითვალისწინებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან სამუშაო შეხვედრაზე ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისკენ მიღებულ გადაწყვეტილებებს. „მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და ამ სფეროში მიღწეული საქართველოს მთავრობის წარმატებაზე, რომელსაც ჩვენი მაღალი შეფასება მოჰყვა. ჩემი მილოცვა ძალიან გულწრფელია, რადგან ჩვენ ყოველთვის აქ ვიყავით და ახლოდან ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას“, - ამის შესახებ ელჩმა შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა. პეტერ მიკისკას განცხადებით, მინისტრთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „ჩვენი შეხვედრა ეხებოდა მომავალს და არა წარსულს. ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში ტურიზმის ხელახლა გახსნაზე, საქართველოში ჩეხი ტურისტების ჩამოსვლაზე და ასევე როგორ უნდა დაინერგოს სათანადო პირობები და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა საქართველოში ჩეხი ტურისტების მისაღებად. ამისათვის აუცილებელია გვქონდეს სპეციალური ჩარჩო, რომელიც უსაფრთხოებას ყველა ეტაპზე გაითვალისწინებს“, - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)