|
2020-05-25 20:05:40, 1582 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავების განხილვას დისტანციურ რეჟიმზე განაგრძობს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ COVID–19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სამსახურში საგადასახადო დავების განხილვა კვლავ დისტანციურ ფორმატში გაიმართება. აღნიშნული სისტემა (VEBEX-ს პროგრამის გამოყენებით) პროცესის მონაწილე მხარეს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის სასურველი ადგილიდან აწარმოოს ელექტრონული კომუნიკაცია და საქმის განხილვა. დავების დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, წინასწარ ეგზავნება შეტყობინება, რომლის გაცნობაც მას მხოლოდ ორბიჯიანი ავტორიზაციის (ორბიჯიანი ავტორიზაცია რეგისტრირებული პირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა) გავლისა და შესაბამისი იდენტიფიცირების შემდეგ შეუძლია. აღნიშნული სერვისით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და ამავდროულად, სწრაფ და შეუფერხებელი საქმისწარმოების განხორციელებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მნიშვნელოვნად მარტივდება გადასახადის გადამხდელთათვის დავის განხილვის პროცესზე დასწრების საკითხი, განსაკუთრებით კი იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან რეგიონებში ან ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ დავის განმხილველ სხდომაზე დასწრებას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)