|
2020-05-24 17:12:33, 1427 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ დაუშვილი: სავაჭრო მოლებში და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა და მათი გახსნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება
სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სავაჭრო მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს. რეკომენდაციები მოლების და ბაზრობების სივრცეში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად და მათი შესრულება სავალდებულოა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი თითოეულ ობიექტს გახსნამდე პრევენციულად შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით რეკომენდაციებს გასცემს. „სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. თუმცა ჩვენ შევთანხმდით აღნიშნულ სექტორთან სამუშაო ფორმატზე, რათა მოხდეს სრულად მოხდეს ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება და აღნიშნული ბიზნესის გახსნამ არ წარმოშვას დამატებითი ეპიდემიოლოგიური რისკები“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა. საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე, ხოლო დახურული ტიპის ბაზრების/ბაზრობების გახსნა მეხუთე ეტაპზეა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)