|
2020-05-21 14:16:23, 1399 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: მოვუწოდებთ დამსაქმებლებს დროულად მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოსგან 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი უნდა მიიღონ
მოვუწოდებთ დამსაქმებლებს დროულად მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოსგან 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი უნდა მიიღონ, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში და ამ ინფორმაციის წარდგენა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დამსაქმებელს მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე შეუძლიათ. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება, იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ სხვა. მათ პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ თანამშრომელთა საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება. ამავდროულად, იცით, რომ მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის თარიღით იყო განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის ვადა და შემდეგ 1-ელ ივნისამდე გადავწიეთ. კიდევ გავიმეორებ პირობებს - აღნიშნული კომპენსაცია ერგებათ მათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და დღეს, ხელფასი აღარ ერიცხებათ“,-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)