13:53 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 13:22:50, 1390 ნახვა

კომენტარი
სერგო რატიანი მთავრობის კანონპროექტზე - არადემოკრატიულ პრინციპს მხარს ვერ დავუჭერთ

„ევროპული საქართველო“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, პარტია მხარს არ დაუჭერს მთავრობის ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმად მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არადემოკრატიული და დაუშვებელია.

„არათუ „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის, არამედ დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის ამ უფლებების მინიჭება სრულიად დაუშვებელი და შემაშფოთებელიც კია, როდესაც მთავრობა ამას ითხოვს. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითარება, რადგან ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა დაწესდეს, ჯერ უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება, უფლების მინიჭება. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს მარტივად რომ ვთქვათ, ამ არადემოკრატიულ პრინციპს. ეს დაუშვებელია მოცემულ და ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში.

ცნობისთვის, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics