|
2020-05-15 15:45:46, 2408 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის საჭირო მოთხოვნები განვიხილეთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ნათია თურნავამ ბერძენ კოლეგას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის კუთხით საქართველოს მთავრობის წარმატებული გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ ეფექტიანმა ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ ქვეყანას ტურიზმის ეტაპობრივი ამოქმედების შესაძლებლობა მისცა. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრს საქართველოში ტურიზმის ამოქმედების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს თავის უცხოელ კოლეგებთან იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც უახლოეს პერიოდში ტურისტების მიმოსვლის დაწყება იგეგმება. მისივე თქმით, პირველი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე გაკეთდება. „დღეს ონლაინ შეხვედრა გვქონდა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან, ჰარი ტეოჰარისთან, რომელიც ამავდროულად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. ერთმანეთს გავუზიარეთ წინასწარი მოსაზრებები, თუ რა აუცილებელი მოთხოვნები უნდა შეათანხმონ ქვეყნებმა ე.წ. მწვანე, უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ტურისტების მიმოსვლა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე ინფორმაციით, მისასალმებელია, რომ საბერძნეთის ავიახაზებმა Aegean Airlines უკვე გამოთქვა მზადყოფნა და დასტური ფრენების სწრაფად დაწყებასთან დაკავშირებით. „აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავებთ საბერძნეთთან და შესაბამის სამინისტროებთან როგორც ამ ქვეყნის, ასევე ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომ ერთობლივად დავაჩქაროთ საერთო წესების დამკვირდების პროცესი", - დასძინა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)