|
2020-05-15 11:24:56, 1742 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ციფრული ბარათი შექმნა
„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და უსაფრთხოების მიზნით ინოვაციური პროდუქტი- ციფრული ბარათი შექმნა. ციფრული ბარათი, არის ფიზიკური ბარათის ალტერნატივა იმავე შესაძლებლობებით. მის მისაღებად არაა საჭირო ფილიალში მისვლა. ბარათს ინტერნეტბანკიდან წამებში შეუკვეთავ და მომენტალურად შეძლებ მის გამოყენებას. აღნიშნული სიახლით სარგებლობა მობილური აპლიკაციით - მობილბანკითაც არის შესაძლებელი. ინოვაციური, ციფრული ბარათი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს ყველგან, გაანაღდოს თანხა საქართველოს ბანკის ბანკომატებით (Apple Pay ან TSKAPP აპლიკაციებით); განახორციელოს გადახდა როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ინტერნეტ მაღაზიებში ონლაინშოპინგისას. ბარათის საშუალებით შესაძლებელია გადაიხადოთ მგზავრობის საფასური ტრანსპორტში. ასევე, გამოიტანოთ თანხა ბანკომატიდან, გადარიცხოთ, შეიტანოთ ან ბარათზე ჩარიცხოთ თანხა. ბარათი კონვერტაციის მარტივად განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა. ინოვაციური ბარათის საშუალებით მომხმარებელი PLUS ქულებსაც აგროვებს. ციფრული ბარათი არის მულტისავალუტო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე დოლარის და ევროს ანგარიში. ციფრული ბარათის აღებისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს როგორც VISA, ასევე MasterCard-ი. „საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამჯერად ჩვენ მათ ციფრული ბარათი შევთავაზეთ, რაც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, გადახდები კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ აქტიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)