13:19 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 11:27:54, 12439 ნახვა

ომი უკრაინაში
პრემიერი - რაც უფრო ეფექტურად და სწორად დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა

რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშაოთ ეკონომიკა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში შესვლაზე და გამოსვლაზე შეზღუდვები იხსნება.

„წესების დაცვა აუცილებელია, რათა თანმიმდევრულად და შედარებით სწრაფად გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორად დავიცავთ ამ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება, სწრაფად ავამუშავოთ ეკონომიკა, რაც დღეს ჩვენი მიზანი გახლავთ.

მოგეხსენებათ, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შეზღუდვა შესვლასა და გამოსვლაზე ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში, ასევე 18 რიცხვიდან მოიხსნება საკარანტინო ზონა მარნეულში და ამ რეგიონის მოსახლეობასაც შეეძლება, პრობლემების გარეშე ისარგებლონ იმ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის ყველა სხვა მოქალაქეები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics