|
2020-05-13 16:29:30, 6754 ნახვა
სხვადასხვა
შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად, ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არსებული მეწყრული პროცესების საფრთხე სრულად მოიხსნება. „ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, წლების განმავლობაში მეწყერსასიში ზონა იყო, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნიდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობას, ასევე შეშელიძის ქუჩაზე განთავსებულ ბიზნესობიექტებს. ეს პრობლემა 90-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობს. მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობისგან სისტემატურად შემოგვდიოდა წერილები, რომლითაც ისინი ამ პრობლემის მოგვარებას გვთხოვდნენ. ჩვენ ქალაქში გვაქვს ე.წ. შავი ზოლები, იგივე დამეწყრილი ადგილები, რომელიც საშიშია, რომ არ დაიძრას. შესაბამისად, ამ სამუშაოების ჩატარება არის მნიშვნელოვანი. მე უკვე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ამ დროისთვის მოსახლეობას აქ არანაირი საფრთხე არ ემუქრება უკვე ჩატარებული სამუშაოებიდან გამომდინარე, თუმცა პროექტი ჯერ დასრულებული არ არის. სამუშაოები 2021 წლის იანვარში დასრულებული უნდა იყოს. ამ პროექტზე, დაახლოებით, 21 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამასთან, არის მოსაზრება, რომ აქ, ბეტონის დამჭერი კედლების ზემოთ გავაკეთოთ სპორტული მოედანი იმისთვის, რომ აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ადგილზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა, რაც სამ რიგად გამოყოფილ ხიმინჯოვან კედელს გულისხმობს. დამცავი კედელი ხიმინჯების გამაერთიანებელი რკინა-ბეტონის ფილით შეიკვრება. პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც. საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მიღებულია პრინციპული საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც დამეწყრილი უბნის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამ დროისთვის, დამეწყრილ ტერიტორიაზე დამცავი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ ფერდზე მეწყრული პროცესები პირველად გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში წარმოიშვა, რომელმაც საშიში ფორმა 1992 წელს მიიღო. მეწყერის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი ფერდის ძლიერი გაწყლოვანებაა. აღნიშნულის გამო, ფერდის ჩამოშლა მიმდინარეობს, რაც საშიშროებას უქმნის, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, ასევე შეშელიძის ქუჩას. დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს, რომელიც 2021 წლის იანვარში დასრულდება, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარს შეადგენს. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)