04:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 18:24:05, 2413 ნახვა

მსოფლიო
WHO აშშ-სა და ბრაზილიაში ვირუსის სწრაფ გავრცელებაზე - ისინი გაფრთხილებებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ

ზოგიერთმა ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ პირველი გაფრთხილება საკმარისად სერიოზულად არ მიიღო, - ამის შესახებ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

მას შემდეგ რაც აშშ-მ განაცხადა, რომ ქვეყნებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა, WHO ახსენებს ქვეყნებს, რომ იანვრის შუა რიცხვებში მან გააფრთხილა ყველა წევრი ქვეყანა ვირუსის შესახებ და ამავე თვის ბოლოს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობაც.

თებერვლის განმავლობაში, ამბობენ ორგანიზაციაში, ისინი მოუწოდებდნენ მთავრობებს დაეწყოთ მკაცრი ტესტირება და კარანტინის რეჟიმზე გადავლა.

აშშ-სა და ბრაზილიაში ვირუსის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით WHO- ს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისინი გაფრთხილებებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

სპიკერის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ამერიკასა და ევროპაში ბევრ ქვეყანას არ ახსოვდა რა ზიანის მოტანა შეეძლო ინფექციას, განსხვავებით აფრიკისგან, რომელსაც მსგავსი ეპიდემია უახლოეს წლებში ჰქონდა გადატანილი.

სპიკერის თქმით, აფრიკის ქვეყნებმა იცოდნენ, რომ ადრეული ჩარევა ეფექტური იყო და ეს შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომაა მათ ქვეყნებში ვირუსის გავრცელება შედარებით ნელი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics