|
2020-05-11 10:42:25, 10281 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მოათავსეს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მოათავსეს. მისი თქმით, პაციენტების თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება. „ახალი დადასტურებული სამი შემთხვევა და ამ ეტაპზე 638 პაციენტი გვყავს ქვეყანაში. 8 გამოჯანმრთელებული დაგვემატა და სულ 317 გამოჯანმრთელებული გვყავს. სამივე ახალი დადასტურებული თეთრიწყაროს კლასტერია და იმყოფებიან საკარანტინე სივრციდან. დილას შემოვიდა ორი პაციენტი. ეს ორი პაციენტი გუშინ დადასტურებული 9 შემთხვევიდანაა. ორივე თეთრიწყაროდანაა. ამ ეტაპზე გვყავს 41 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი. მძიმე პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც გვყავდა, შეიძლება ითქვას, რომ მეორე დღეა მასთან მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია, მაგრამ ჯერ მასთან რაიმე პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ, რომ თუ ასე გაგრძელდა სიტუაცია მერე შეიძლება პროგნოზირება. დაგვემატა ერთი პაციენტი მძიმე პნევმონიით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)