2020-05-09 14:30:21, 16884 ნახვა
კულტურა
1920-იანი წლების ქართული კინო - ეროვნული არქივი „ქოლგას" ვირტუალურ კვირეულში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში 9 მაისს წარმოადგენს გამოფენას „1920-იანი წლების ქართული კინო".
ფოტოფესტივალი, რომელთანაც საქართველოს ეროვნული არქივი რამდენიმე წელია თანამშრომლობს, COVID-19 პანდემიის გამო ამჯერად ონლაინ ფორმატში ტარდება.
ვირტუალური ექსპოზიცია 1921-29 წლებში „სახკინმრეწვის" ბაზაზე შექმნილი ორმოცამდე ფილმის გადასაღებ მოედნებს აერთიანებს. წარმოდგენილი ფოტომასალის დიდი ნაწილი ფართო აუდიტორიისათვის დღემდე უცნობია. დამთვალიერებელი იხილავს შემდეგი ფილმების კადრებს: „გიული", „გაფლანგვა", „უკანასკნელ საათს", „კომუნარის ჩიბუხი", „ქალი ბაზრობიდან", „მთების კანონი", „ამოკი", „არსენა ჯორჯიაშვილი", „სურამის ციხე", „ბოშური სისხლი" და ა.შ.
ვირტუალური გამოფენის დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს: https://kolga.ge/exhibitions/1920s-georgian-cinematography.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),