|
2015-08-18 11:39:00, 473 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი მადლენ ოლბრაიტს და ჯონ ჰამრის შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრია. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მადლენ ოლბრაიტთან შეხვედრა ძალზედ დროული და ღირებული იყო. „უამრავი შეკითხვა დაისვა. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ოლბრაიტისგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა და პირობა, რომ ის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფორუმზე, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს ადვოკატი იქნება. მსგავსი ადამიანების კეთილგანწყობა ჩვენისთანა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, რადგან ეს ფაქტი საზოგადობრივი აზრის კონსოლიდაციას უწყობს ხელს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ოლბრაიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების პრეზიდენტს ჯონ ჰამრის შეხვდა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გაამყარა და დაადასტურა იმ პოლიტიკური ხაზის მართებულობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისა და რუსეთთან ურთიერთობის გზაზე ატარებს. „ჩვენი ამოცანაა, მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მოვიპოვოთ იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც დღეს შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა ფუნქციონირებენ, მაგრამ, ამავდროულად, განწყობებს ქმნიან ქვეყანაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)