19:28 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 17:33:27, 2105 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოში კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულების დოკუმენტზე იმსჯელეს

კლიმატის  ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულებისთვის, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (INDC) სამუშაო დოკუმენტზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იმსჯელეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა  მიმართა.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვაში მონაწილეობა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს და    საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

დოკუმენტის საბოლოო ვერსია კი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

უწყების ინფორმაციით, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციამ ვარშავაში კონვენციის მხარე-ქვეყნებისგან მოითხოვა. დოკუმენტი საფუძვლად დაედება მომავალ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბერში პარიზში მიიღებენ.

შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროსა  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.

ამასთან, ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა საქართველოში ალვარო ორტეგამ აღნიშნა, რომ დოკუმენტში ასახული იქნება საქართველოს წვლილი ტყის სექტორში ემისიების შემცირების შესახებ.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ განვიხილეთ  ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება საქართველოს წვლილი ტყის სექტორში ემისიების შემცირების შესახებ. ქვეყანა ასევე აქტიურად იმუშავებს ენერგოეფექტურობის მიმართულებით“,-განაცხადა ორტეგამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics