|
2020-05-01 10:59:09, 1183 ნახვა
კომენტარი
ოპოზიციური პარტიების მიმართვა უკრაინას - სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დააახლოებს ორ სახელმწიფოს
„პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიზნითმიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დააახლოებს ორ მეგობარ სახელმწიფოს“, - ამის შესახებ ვკითხულობთ გრიგოლ ვაშაძის მიმართვაში. ოპოზიციური პარტიები მიმართავენ უკრაინას და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდა სახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადა ახალი ქართული სახელმწიფოს დაფუძნებისისტორია უკრაინის სახელმწიფოს მიერ აღიარებითდა მხარდაჭერით იწყება. მრავალი წელია, რაცსაქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიულიპარტნიორები და ერთად იბრძვიანთავისუფლებისთვის საერთო გამოწვევებისწინააღმდეგ. საქართველოს და უკრაინას აქვთერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსიევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციისთვალსაზრისით. ქართველ ხალხს ახსოვს უკრაინელი ხალხისთანადგომა საქართველოს დამოუკიდებლობისთვისბრძოლაში, ჩვენ გვახსოვს უკრაინელი ხალხისმხარდაჭერა აფხაზეთში 1992-93 წლებში; დაუვიწყარია თანადგომა 2008 წელს - რუსულიაგრესიის დროს და უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტითბილისში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად. ჩვენყოველთვის მივიჩნევდით უკრაინელების ბრძოლასთავისუფლებისთვის ჩვენი საერთო ბრძოლისნაწილად და უკრაინელმა ხალხმაც ნახა ქართველიხალხის თანადგომა უკრაინის თავისუფლებისა დატერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდა სახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევისმცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხებისმტკიცე მეგობრობას. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ მათი ვიწრო პოლიტიკური და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით და არასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილისდამოკიდებულებას უკრაინის მიმართ. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც დადასტურებულია ინტერპოლის გადაწყვეტილებით, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით და დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერის განცხადებებით. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები მრავალი მიმართულებით, რაც აღიარებულია მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერ. მიგვაჩნია, რომ ანალოგიური რეფორმები ხელსშეუწყობს უკრაინის განვითარების დაჩქარებას, რეგიონის წინსვლას და დემოკრატიულ პროგრესს, რაც ჩვენი სახელმწიფოების და ხალხების საერთომიზანია. დასასრულს, გამოვთქვამთ რწმენას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიზნითმიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დააახლოებს ორ მეგობარ სახელმწიფოს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ხალხების საერთო მცდელობას თავისუფლებისა და შემდგომი განვითარების გზაზე“, - განაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)