17:31 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 15:09:34, 1751 ნახვა

კომენტარი
ცერცვაძე - ენტონი ფაუჩიმ დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ რენდესივირი ეფექტურია კოვიდ19-ის დროს და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ

ენტონი ფაუჩიმ დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ რენდესევირი ეფექტურია ამ დაავადების დროს და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა არ ეთანხმება იმ აზრს რომ ეს პრეპარატი კორონავირუსი დამარცხების საშუალებაა, მაგრამ ჭარბობს აზრი, რომ ის ეფექტურია.

„რენდესივირი, როგორც კი გაჩნდა ეს ეპიდემია და არ არსებობდა პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი, მაშინვე დაიწყეს 15 მედიკამენტის კვლევა, რომელი გაამართლებდა ამ კორონავირუსის წინააღმდეგ და რენდესივირი პირდაპირ მოიაზრებოდა ფავორიტად ამ ჯგუფში.

ეს მედიკამენტი ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, ებოლაზე არ იმოქმედა და თვლიდნენ, რომ იქნებოდა ეფექტური ამ კორონავირუსის დროს. ამ პრეპარატზე ამყარებდნენ დიდ იმედს.

შემდეგ ეს იმედები არ გამართლდა, იყო კვლევის შედეგები, რომელმაც უჩვენა, რომ რენდესევირი არც ისე ეფექტურია, როგორც აქამდე ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია და იცით, რომ ენტონი ფაუჩიმ, რომელიც ჩვენი დიდი ხნის მეგობარია, დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ რენდესივირი ეფექტურია ამ დაავადების დროს და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ახლაც ყველა არ ეთანხმება, მაგრამ ჭარბობს აზრი, რომ ის ეფექტურია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics