05:56 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 14:46:47, 11262 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - თუ ვირუსის ზრდის დღევანდელ დინამიკას 2 კვირის განმავლობაში შევინარჩუნებთ, ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადი იქნება

თუ ვირუსის დინამიკის ასეთი ზრდა 2 კვირის განმვალობაში შენარჩუნდება, ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, შემზღუდავი ღონისძიებების თანდათან შემსუბუქება არ ნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების იგნორირებას.

„ჩვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.1%-ია, რაც ერთ-ერთი დაბალია ევროპულ ქვეყნებში. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ზრდა დინამიკისა თუ ჩვენ ამ 2 კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კვირას, თუ იქნა ყოველდღიურად 20-ით, 30-ით ან 40-ით ზრდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. ჩვენი კლინიკური მართვის გამოსავლები საკმაოდ კარგია. ამიტომ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ დინამიკა. იცით, რომ მთავრობის მხრიდან წარმოდგენილია ექვს პუნქტიანი შემსუბუქების გეგმა, რომელიც უკვე ყველა ქვეყანამ შეიმუშავა. ეს ნიშნავს, რომ ის შემზღუდავი ღონისძიებები თანთადან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics