17:32 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 14:07:05, 1181 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი - ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი

 „ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი", - ამის შესახებ  თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შექმნის დროიდან მოყოლებული ქართული არმიის ისტორია გმირობის და სამშობლოსათვის უანგარო თავდადების არა ერთი მაგალითის მომსწრეც არის.

„დღეს, 30 აპრილს, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის ძალების დაარსების დღეს აღნიშნავს! სამწუხაროდ მისი შექმნის პირველივე დღეებიდანვე აქტიურად მოუწია ახლად ჩამოყალიბებულ ჯარს სამშობლოს დაცვისათვის ბრძოლა. იყო აფხაზეთი, იყო სამაჩაბლო, იყო 2008 წლის ომი, წარმატებული საერთაშორისო მისიები და ოპერაციები. შექმნის დროიდან მოყოლებული ქართული არმიის ისტორია გმირობის და სამშობლოსათვის უანგარო თავდადების არა ერთი მაგალითის მომსწრეც არის. დღეს, ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი და ეს არა ერთხელ დაადასტურა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროსაც, სადაც იგი დღემდე სამაგალითო პარტნიორია", - წერს ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics