|
2020-04-30 12:59:16, 1942 ნახვა
რეგიონი
კახეთი „მწვანე ზონის“ სტატუსს ინარჩუნებს, ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
კახეთის რეგიონსში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, ამ დროისთვის არცერთი კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა „კახეთის ხმის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნშნა, რომ გაფართოებული მიზნობირივი ტესტირებების ფარგლებში მედ ცხელების ცენტრის და სასწრაფოს მედპერსონალს უტარდება ტესტირებები. „კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარება სტაბილურია, ამ დროისთვის არცერთი კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ყოველდღიურ რეჟიმშ ხდება ნიმუშების აღება, როგორც ცხელების ცენტრიდან ასევე კარანტინის სინრცეებიდან და იგზავნება კვლევაზე ლუგარის ცენტრში. რაც შეეხება გაფართოებულ ტესტირებებს, მოგეხსენებათ საქართველოში მიზნობრივი გაფართოებული ტესტირებები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებს ეხება, პირველ რიგში სამაედიცინო პერსონალს. კახეთში უკვე დაწყებულია სასწრაფო დახმარების განყოფილების და ეგრეთწოდებული ცხელების ცენტრის მედპერსონალის ტესტირება. ასეთი სულ 620 ადამიანია და მიმდინარე კვირაში მათი ტესტირება დამთავრდება. ამის შემდეგ დაიწყება უკვე დანარჩენი მედპერსონალის და სხვა მაღალი რისკის ქვეში მყოფ ჯგუფების ტესტირება“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)