|
2020-04-29 13:43:48, 11013 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანელი ვირუსოლოგები ასახელებენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იმუნიტეტი კორონავირუზე
მეცნიერთა ჯგუფმა ბერლინის კლინიკიდან - charite - გამოაქვეყნეს სამეცნიერო კვლევების მონაცემები, კორონავირუსის აღქმადობაზე. სპეციალისტებმა შეისწავლეს T-ლიმფოციტები, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, სხეულის მიერ შეძენილი იმუნურ პასუხში. ამასთან, შესწავლილი იქნება უჯრედები იმ ადამიანებისა, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან და იმ ადამიანებისაც, რომლებსაც ჯერ არ დაინფიცირებულან კოვიდ-19-ით. „პაციენტების 34%-თან, რომლებიც კოვიდინფექციით არ ყოფილან ინფიცირებულნი, ტ-უჯრედები რეაქტიული აღმოჩნდნენ, თუმცა მათ არასდროს უკონტაქტიათ SARS-CoV-2-თან, ანუ მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსთან. ანუ, მათმა ორგანიზმმა ამოიცნო ახალი ტიპის ვირუსი“, - აღნიშნულის შესახებ, ვირუსოლოგმა კრისტიან დროსენზემ განაცხადა. მიღებულმა შედეგებმა მეცნერებს მისცა საშუალება ივარაუდონ, რომ ადამიანებს, რომლებიც ადრე იყვნენ დაინფიცირებულნი რაიმე ტიპის კორონავირუსით, ახლა შესაძლოა გამოუმუშავდეთ იმუნიტეტი კოვიდ-19-თან. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევას, აღნიშნულის დროს დაავადება წარიმარტება რბილად და უსიმპტომოდ. მიუხედავად მიღებული შედეგისა, ექიმი დროსტენი თავს იკავებს ნაადრევი დასკვნებისგან, რადგან ამ მიმართულებით ეს მხოლოდ პირველი კვლევაა.
წყარო - https://www.charite.de/
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)