|
2020-04-27 16:42:17, 1440 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მარცვლეული კულტურების წარმოების განვითარება მრავალწლიანი პროცესია და ჩვენი მხრიდან შემდეგი ეტაპებიც თანმიმდევრული იქნება
„მარცვლეული კულტურების წარმოების განვითარება მრავალწლიანი პროცესია და ჩვენი მხრიდან შემდეგი ეტაპებიც თანმიმდევრული იქნება“, - ამის შესახებ სოფლის მეურნების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „მნიშვნელოვანია გამოვეხმაუროთ იმ სპეკულაციებს, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდან ვრცელდება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ შედეგებზე მარცვლოვანი კულტურებისა და ხორბლის წარმოებაში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი. პოლიტიკა აქაც არის თანმიმდევრული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საფუძველი ამ მიმართულების განვითარებისთვის. ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, შემოვიღეთ სისტემა, რომელიც გულისხმობს ხორბლის და სხვა მარცვლოვანი კულტურების სათესლე მასალის სერტიფიცირებას. 2013 წლიდან ქვეყანაში დაიწყო ჯიშთა გამოცდა, რომელიც ათწლეულებია აღარ მიმდინარეობდა. კონკრეტული მარცვლოვანი კულტურების სხვადასხვა ჯიშის გამოცდა, დარაიონება და შესაბამისი კატალოგის შექმნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორი სათესლე მასალა გამოვიყენოთ საქართველოს პირობებში. ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ გვქონდეს მეტი პროდუქტიულობა, გვქონდეს ხორბლის და სხვა მარცვლოვანი კულტურების მეტი ადგილობრივი წარმოება. დაკვირვების, შესწავლის, კატალოგიის შექმნის პროცესი 2019 წელს დასრულდა. შემდეგი ეტაპები გულისხმობს, არსებულთან ერთად, დამატებით ფინანსური ინსტრუმენტების გაჩენას, რომელიც ქვეყანაში მეტი მარცვლოვანი კულტურის წარმოების საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ფერმერები, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობენ მეტ შემოსავალს მიიღებენ. შესაბამისი ცოდნის და ექსპერტიზის პირობებში, მაღალხარისხიანი სათესლე პროდუქტით, მაღალპროდუქტიული ჯიშებით ისინი მიიღებენ მეტ პროდუქციას ერთ ჰექტარზე. ეს არის წინაპირობა, რომ საქართველოში იქნება მეტი წარმოება. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ გვექნება 100% თვითუზრუნველყოფა, მაგრამ ჩვენ გვექნება მეტი წარმოება, რაც უკავშირდება როგორც სასურსათო და ისე ცხოველთა კვების მიმართულებებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)