|
2020-04-27 12:26:12, 1793 ნახვა
კომენტარი
Gnomon Wise - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოტივი ზოგადი და არადამაკმაყოფილებელია
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოტივი ზოგადი და არადამაკმაყოფილებელი”, - ამის შესახებ Gnomon Wise-ის კვლევაში ვკითხულობთ. კვლევში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, საგანგებო მდგომარეობის მიზანს COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირება და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება წარმოადგენს. კვლევის თანახმად, ეს დასაბუთება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულიყო. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებაში ფაქტობრივად არ არის საუბარი საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობასა და მიზანშეწონილობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი პრეზიდენტს ავალდებულებს დაასაბუთოს ბრძანების გამოცემის 34 მოტივი (მუხლი 3(1)), მისი დასაბუთება არის ძალზედ ზოგადი ხასიათის, რომლის თანახმადაც საგანგებო მდგომარეობის მიზანს COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირება და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება წარმოადგენს. ამ სახის დასაბუთება, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის არ არის საკმარისი ზოგადი მოლოდინები და საფრთხეები, არამედ შეფასებული უნდა იქნას, ის თუ რამდენად არის ეპიდემიით გამოწვეული საფრთხე რეალური და აშკარა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ზიანის მომტანი და ნორმალური ცხოვრების გაგრძელებისთვის ხელისშემშლელი და იმ დონის რომლის დროსაც, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და წესრიგის შესანარჩუნებლად, კანონით და საერთაშორისო აქტებით ნებადართული ჩვეულებრივი ზომები ან შეზღუდვები, ვეღარ ჩაითვლება საკმარის საშუალებებად“, - ვკითხულობთ კვლევაში. კვლევის თანახმად, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით არ იზღუდება და ვერც შეიზღუდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, შესაბამისად, უშუალოდ საგანგებო მდგომარეობით რელიგიური რიტუალების და შეკრებების შეზღუდვა ვერ მოხდება. თუმცა, მე-16 მუხლი თავად ითვალისწინებს აღნიშნული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუკი ეს დასაშვებია კანონით და აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. „ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, რადგან, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საპატრიარქო ერთადერთია, რომელიც მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი თავისუფლად აგრძელებს ფუნქციონირებას“, - აღნიშნულია კვლევაში. Gnomon Wise-ის კვლევის თანახმად, პრეზიდენტის დეკრეტი უფლებათა შეზღუდვის ნაწილშიც პრობლემურია, ვინაიდან ის მხოლოდ ზოგადად ჩამოთვლის უფლებებს, რომელთა შეზღუდვაც დასაშვებია და ფაქტობრივად მთავრობას გადასცემს უფლებამოსილებას დადგენილებით განსაზღვროს რომელი უფლება, რა ფარგლებში და როგორ უნდა შეიზღუდოს. „კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს იმ პირს, ვისაც საგამონაკლისო წესით შეუძლია შეითავსოს საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქცია და მიიღოს ორგანული კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტი - დეკრეტი. პარლამენტს კი რჩება ბერკეტი დაამტკიცოს, ან უარი თქვას მის დამტკიცებაზე. შესაბამისად, დეკრეტის გამოცემისას, ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებს წარმოადგენს სამი პირობა: 1.უფლებებით სარგებლობს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი; 2.პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამტკიცებს პარლამენტი; 3. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. არსებული რეალობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გამოსცა დეკრეტი, რომელიც ძალიან ზოგად ინფორმაციას იძლევა ადამიანის უფლებების შეზღუდვასთან მიმართებით, ფაქტობრივად აბსოლუტურ უფლებამოსილებას გადასცემს მთავრობას და არ ტოვებს ამ უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის ბოჭვის მექანიზმს. ამასთან, არც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არ მიუნიჭებია დეკრეტისთვის ის წონა, რომელიც მას კონსტიტუციამ მიანიჭა, რაც პარლამენტის მხრიდან არასათანადო განხილვასა და დეკრეტის დამტკიცებისას უპირობო თანხმობაში გამოიხატა“, - განაცხადეს Gnomon Wise-ში.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)