|
2020-04-27 11:24:43, 8149 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - თუ ქვეყანას აგრესიული ტესტირება ხშირად არ დასჭირდება, ესეიგი დაავადების გავრცელება ზომიერია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით 25 აპრილს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანას ხშირად არ დასჭირდება აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი. „რატომ იგებს ადამიანების ნაწილი, ჯგუფი, ამას როგორც ფაქტს, არ ვიცი, მაგრამ მე გამოვთქვი სურვილი - ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი. მე განმარტება გავაკეთე ამ მიცემულობასთან მიმართებით. ვინ როგორ გაიგო, არ ვიცი, მაგრამ განვმარტავ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა 25 აპრილს თქვა, რომ წინა დღეს ქვეყანაში დიდი რაოდენობით აგრესიული კვლევა ჩატარდა და 24 საათის განმავლობაში 25 დადასტურებული შემთხვევა სწორედ ამის შედეგი იყო. ეზუგბაიამ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ასეთი შედეგი არ იქნება. გუშინდელი დღე იყო დღე, როცა ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა აგრესიული ტესტირების შედეგი იყო.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)