|
2020-04-27 10:45:36, 1353 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მადლობა „საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის
„მადლობა „საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. „COVID-19 ვირუსის პანდემიით გამოწვეული მოვლენებიდან გამომდინარე, „საქართველოს ფოსტამ", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უმოკლეს დროში მოახერხა უსაფრთხოების მაღალი ზომების მიღება. დღეს ფოსტის თანამშრომელთა დიდ ნაწილს საველე სამუშაოს შესრულება, რაც მათი საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე აუცილებელია და დისტანციურად ვერ განხორციელდება. კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა „საქართველოს ფოსტის" თანამშრომლებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. „საქართველოს ფოსტა" 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან (80.000 პირი), მედიკამენტებსა და პირბადეებს ბინაზე აწვდის. ამასთანავე, ფოსტის კურიერები პირბადებით უზრუნველყოფენ 70 წელს გადაცილებულ მარტო მცხოვრებ პენსიონერებს (41.000 პირი) და შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებით და პირბადეებით (1.200-მდე). „საქართველოს ფოსტამ" ასევე წარმატებით უზრუნველყო მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანიის სერვისცენტრებში, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, თანამშრომლები აღჭურვა დამცავი საშუალებებით: სადეზინფექციო ხსნარებით, ხელთათმანებით, ნიღბებით და დამცავი ფარებით. „დღეისათვის „საქართველოს ფოსტის" 1.500-მდე თანამშრომელი გაორმაგებული ძალებით აგრძელებს მუშაობას რათა უზრუნველყონ სერვისების მიწოდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)