18:53 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 10:03:14, 1914 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი დიდია

 „სოფლის მეურნეობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი დიდია”, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის დაფინანსებით, ჩვენი სოფლის განვითარებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება.

„ევროკავშირის დაფინანსებით, ჩვენი სოფლის განვითარებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. USAD არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივი პარტნიორი, რომელიც ასევე ბევრ პროგრამას ახორციელებს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის  სამინისტრო დაგვეხმარა ქართული ხორბლის მარაგების შევსებაში. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ დამატებით 27 000 ტონა ხორბალს. ამ ხორბლის რეალიზაციით მიღებული თანხა კი, მოხმარდება მეცხოველეობის სეგმენტის განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა გვაქვს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, დახმარების გაზრდის მიზნით, მოლაპარაკებები დავიწყეთ ჩვენ პარტნიორებთან. გვაქვს მხარდაჭერის მოლოდინი, ვინაიდან სოფლის მეურნეობის სექტორი დონორთა ინტერესის სფეროა. ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიდის ინტენსიურად. ეს იმ დახმარებების პაკეტის ჭრილში შეიძლება განვიხილოთ, რომელსაც ქვეყანა იღებს არსებულ ვითარებაში იმისათვის, რომ ეკონომიკური ვარდნა შევავსოთ და არ მივიღოთ ზიანი”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics